პსჟ-ს თავდამსხმელმა ლეო მესიმ ისევ ვერ გაიტანა და პირადი ანტირეკორდი დაამყარა.
არგენტინელი მაურო იკარდიმ შესვენებაზე შეცვალა. ეს ლიგა 1-ის მე-12 ტურის მატჩში მოხდა „ლილთან“. იმ დროისთვის პარიზელები 0:1-ს აგებდნენ, ისე კი 2:1 მოიგეს.
ლეოს სტატისტიკა საფრანგეთის ჩემპიონატში: 5 მატჩი, 0 გოლი, 0 საგოლე პასი.
როგორც სტატისტიკური პორტალი Squawka ამბობს, მესი უგოლოდ და უასისტოდ ჩემპიონატში ნოემბრის დასაწყისისთვის პირველად დარჩა 2005/06 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ მისთვის პროფესიულ კარიერაში მეორე სეზონი იყო.
ლეომ ასევე ანტირეკორდი დაამყარა უშედეგო დარტყმების მხრივ. ფორვარდმა კარისკენ ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ დაარტყა, მაგრამ მარტო 4-მა მიაღწია კარამდე.
რონალდომ დროგბას რეკორდი გაიმეორა და სხვებიც დაამყარა
პსჟ-ს მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტენომ მესის ასე ნაადრევად გაყვანა ფეხბურთელის მცირე ტრავმით ახსნა.
GIPHY App Key not set. Please check settings