ლეო მესიმ დადებითად იმოქმედა MLS-ის საერთო ფინანსურ მდგომარეობაზე.
Sportico-ის დათვლით, ლიგის კლუბების შემოსავალი ბოლო წელიწადს 27%-ით გაიზარდა – დაახლოებით 2 მილიარდ დოლარამდე. ეს განპირობებულია მესის „ინტერ მაიამიში“ გადასვლით, მატჩების რაოდენობის გაზრდითა და ახალი კლუბის „სენტ ლუის სიტის“ გამოჩენით.
„ინტერის“ შემოსავლებმა 127 მლნ დოლარი შეადგინა. ერთი წლით ადრე ბევრად ნაკლები დაფიქსირდა – 55 მლნ. ვარაუდობენ, რომ ამ სეზონში ფლორიდული კლუბი 200 მილიონს იშოვის.
ამასთან, „ინტერის“ შემთხვევაში დაფიქსირდა კლუბის ღირებულების საგრძნობი ზრდა – 74%. ახლა თანამფლობელ დევიდ ბექჰემის გუნდი 1.02 მილიარდი დოლარი ღირს.
ლიგაში სულ 4 კლუბია, რომელთა ფასი მილიარდს აჭარბებს: „ინტერის“ გარდა ესენია „ლოს ანჯელესი“ (1.15 მლრდ), „ატლანტა იუნაიტედი“ (1.05 მლრდ) და „ლოს ანჯელეს გალაქსი“ (1 მლრდ).
GIPHY App Key not set. Please check settings