in

მესამე და სამართალი? ვან გაალი მესამედ გახდა ნიდერლანდების მწვრთნელი

ლუი ვან გაალი ისევ გახდა ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი..

69 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით გააფორმა.

მის შტაბში შევლენ დანი ბლინდი, ფრანს ჰუკი და ჰენკ ფრეიზერი.

“ნიდერლანდური ფეხბურთი ყოველთვის ახლოს იყო ჩემთან, ხოლო ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა საკვანძო თანამდებობაა ჩვენი ფეხბურთის განვითარებაში.
მატჩებამდე დიდი დრო არ არის და ეს თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. ამიტომ ახლა მთელი ყურადღება დაეთმობათ ფეხბურთელებს და საქმისადმი მიდგომას. სწორედ ამიტომ დამნიშნეს”, – მოყავს ვან გაალის სიტყვები ნაკრების პრეს-სამსახურს.

ვან გაალი ეროვნულ ნაკრებთან უკვე ორჯერ მუშაობდა. პირველად 2000 წელს ჩაუდგა სათავეში, მაგრამ გუნდი 2002 წლის მუნდიალზე ვერ გაიყვანა და გადადგა.

10 წლის შემდეგ მან კვლავ ჩაიბარა ნაკრები და უკვე წარმატებით: მისი ხელმძღვანელობით ნიდერლანდები 2014 წლის მსოფლიო პირველობაზე მე-3 ადილზე გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილის 5 სეივი დ მშრალად შენახული კარი მილანთან

ძველი დრო გვიბრუნდება: რონალდო ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს