საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მორიგ წარმატებას ევროპის ვერცხლის ლიგის ჩემპიონატზე მიაღწია.
დაძაბულ ბრძოლაში ჩვენმა ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრები დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ანგარიშზე ამჟამად სამი მოგება და ორი წაგებაა. ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველივე შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრები დაამარცხა და ასევე სძლია ბოსნია ჰერცეგოვინას.
ქართველ სპორტსმენებს ერთი თამაში დარჩათ ჩასატარებელი. 2 ივნისს თბილისის ოლიმპიური სასახლე საქართველო ისლანდიის მატჩს უმასპინძლებს. თამაშებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფრენბურთი სწრაფი ტემპით ვითარდება და ქართველი სპორტსმენები სულ უფრო კარგ შედეგებს დებენ.
შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ლიგის ტურნირი 16 მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობას 10 ქვეყანა იღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings