in

მერაბ შარიქაძე: პენზასთან სამწუხარო მარცხი ვიწვნიეთ და ხვალინდელი მატჩისთვის ორმაგი მოტივაციით ვემზადებით

ხვალ, პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” “რაგბი ევროპის სუპერთასის” მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს. ქართული გუნდის მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი და ევროპული საკლუბო რაგბის ტურნირებზე საკმაოდ გამცდილი კრასნოიარსკის “ენისეი” იქნება.

“ენისეი” რუსეთის მოქმედი ჩემპიონი და ამ ქვეყნის საუკეთესო გუნდია, რომელიც ჩვენს ჯგუფს ლიდერობს, “შავი ლომი” კი 10 ქულით მე-2 ადგილზეა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით ეს არის მატჩი ჯგუფში პირველი ადგილისთვის.

დღეს, “შავმა ლომმა” ავჭალის სარაგბო სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართა, რომლის დაწყებამდეც მედიასთან კომენტარი გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა.

“პენზას “ლოკომოტივთან” ძალიან სამწუხარო მარცხი განვიცადეთ. ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა, რომელიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ასე ხდება, როცა შენ შანსებს ვერ იყენებ, მეტოქე იყენებს თავისას. დასანანია, მაგრამ წინა მატჩი უკვე წარსულია და ხვალინდელი მატჩისთვის დიდი მოტივაციით ვემზადებით. “ენისეი” ძალიან გამოცდილი გუნდია, რომელიც “ჩელენჯ თასზეც” ხშირად თამაშობდა და ევროტურნირების დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ხვალ მოედანზე საომრად გავდივართ და შევეცდებით ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ”, – თქვა მერაბ შარიქაძემ.

ხვალინდელ შეხვედრას “შავი ლომი” შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი გეგია: გულშემატკივრებს ქუთაისში უშეღავათო ბრძოლას ვპირდებით – მარტვილელი ქომაგი იმსახურებს გუნდს ეროვნულ ლიგაში

მიხეილ ბაბუნაშვილი: ლოკომოტივთან გარკვეულწილად მეტოქის დაუფასებლობაც იყო – ხვალ ღირსების თამაშია და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად