UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მორიგ საჩემპიონო ბრძოლას 5 ოქტომბერს, ლას ვეგასში, ამერიკელი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ ჩაატარებს, – ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა.
დვალიშვილს ამჟამად UFC-ში 13-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მან 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა, ხოლო მიმდინარე წელს ქამარი ორჯერ დაიცვა. საერთო ჯამში, 34 წლის ქართველმა კარიერაში ჩატარებული 24 ბრძოლიდან 20-ში გაიმარჯვა.
რაც შეეხება მის მეტოქეს, 33 წლის სენდეჰეგენს შერეულ ორთაბრძოლებში 23 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 18 მოიგო. სუპერმსუბუქი დივიზიონის რეიტინგში ის ამჟამად მეოთხეა.
მერაბ დვალიშვილი კი UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში (P4P) მესამე პოზიციას იკავებს, ის მხოლოდ ილია თოფურიასა და ისალმ მახაჩევს ჩამორჩება. სენდჰეგეჰნთან გამარჯვების შემთხვევაში მას სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამარი სამჯერ ექნება დაცული, რაც წონის რეკორდის გამეორება იქნება.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings