ხვალ, გამთენიისას, ლას ვეგასი UFC 266-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. თეიქდაუნების ქართველი “მანქანა” მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ მაგია მარლონ მორაესს დაუპირისპირდება.
“დიდ პატივისცემას გამოვხატავ მარლონ მორაესის მიმართ. ის ძალიან ძლიერი მებრძოლი, ჩემპიონია და დიდი ხნის განმავლობაში წონის პირველი ნომერიც იყო. მორაესი კარგი სტრაიკერია, ძლიერი დარტყმა აქვს, მაგრამ მე ჩემი უპირატესობების გამოყენებას ვეცდები.”
მერაბ დვალიშვილი ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის მეთერთმეტე ნომერია. ოქტაგონზე ჩატარებული 17 ბრძოლიდან მისი ბალანსი ასეთია-13 მოგება და 4 მარცხი. ბოლო ორ ბრძოლაში მან მსაჯების გადაწყვეტილებებით კოდი სტამანი და ჯონ დოდსონი დაამარცხა.
რაც შეეხება მარლოს მორაესს. ბრაზილიელი წონის მეექვსე ნომერია. ოქტაგონზე მას შემდეგი სტატისტიკა აქვს – 23 მოგება და 8 მარცხი.
დვალიშვილისა და მორაესის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, 04:00-ზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings