საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე რუმინეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ამჯერად ფრეს 4:4 დასჯერდა. წინა მატჩში საქართველომ რუმინეთი ძალიან დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კი, ავთანდილ ასათიანმა შემადგენლობის როტაციას მიმართა და თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა.
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები 0:3 აგებდა. რუმინელთაგან გოლები ისლაიმ (2) და კუსმოდიმ გაიტანეს.
მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო. ორი გოლი პეტრი ბრანკომ (2), თოდუამ და თალესმა გაიტანეს. საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება ხელიდან 30 წამით ადრე გაუშვა. თალესს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა. პენალტი ოლივეირამ ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ნიდერლანდებში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი D ჯგუფში ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings