in

მეორე ლიგის გუნდმა თასი მოიგო და ევროპაზე ითამაშებს

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი „სპაერი“ გახდა, რომელმაც ფინალში თბილისის „დინამო“ პენალტების სერიაში დაამარცხა (2:2 – 5:4). ცხადია, ეს ამ შედარებით უცნობი გუნდისთვის პირველი ტიტულია.

2017 წელს დაფუძნებული „სპაერი“ მეხუთე გუნდი გახდა, რომელიც დაბალ ლიგაში თამაშობს და თასის ფინალამდე მიაღწია, ხოლო მეორე, რომელმაც მოიგო („გაგრა“, 2011 წ).

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „სპაერის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს და საქართველოს თასს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.

საქართველოს თასის გათამაშებაში „სპაერია“ მე-13 გუნდია, რომელიც ტიტულის მფლობელი გახდა.

საქართველოს თასი. ფინალი

სპაერი – დინამო (თბ) 2:2, პენ 5:4
05.12. თბილისი. “მიხეილ მესხი”
გოლები: 1:0 გ. დ. ცეცხლაძე (45+1), 1:1 ვაწაძე (64), 1:2 ხვადაგიანი (68), 2:2 გეგიაძე (88)

პენალტების სერია: 1:0 ჩაგუნავა, 1:0 ოსიყმაშვილი (აცილება), 2:0 სამხარაძე, 2:1 სალია, 2:1 კენჭაძე (მეკარე), 2:2 ხარებაშვილი, 3:2 ბუნტური, 3:3 ხვადაგიანი, 4:3 გეგიაძე, 4:4 ვაწაძე, 5:4 ბარაბაძე, 5:4 უგრეხელიძე (მეკარე)

სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე, მაისურაძე, გეგიაძე, ცალუღელაშვილი (77. გოლუბიანი), ბარაბაძე, გ. დ. ცეცხლაძე (97. ჩოთალიშვილი), გ. ა. ცეცხლაძე (69. ბასილაშვილი)
სათადარიგოები: ჩომახიძე, პირტახია, გრიგალაშვილი, თამაზაშვილი, ბექაძე, ლაბაძე
მწვრთნელი: ანზორ კიღურაძე

დინამო: მაქაცარია, ხვადაგიანი, კალანდაძე, კვირკველია, ხარებაშვილი, ანანგი (108. ნ. ცეცხლაძე), ოსიყმაშვილი, ნინუა (108. გ. ცეცხლაძე), ბერელიძე (61. რაიტერი / 108. სალია), სანტისი (85. უგრეხელიძე), ვაწაძე
სათადარიგოები: შუტცენაუერი, გოცირიძე, გვასალია, კირკიტაძე
მწვრთნელი: ფერდინანდ ფელდჰოფერი

გაფრთხილება: ანანგი (77), ხარებაშვილი (90), სამხარაძე (103), ჩაგუნავა (117)

არბიტრი: ა. აფციაური

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კლუბები მსოფლიო ჩემპიონატზე დაჯგუფდნენ: მუნდიალს მესი გახსნის

ლიონი მიქაუტაძეზე ჩამოყალიბდა: არც და არც