ვლადიმერ ჭინჭარაული პარიზის პარალიმპურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
პარიზის პარალიმპური თამაშების მეშვიდე საშეჯიბრო დღეს საქართველოს მედლების კოლექციას მორიგი მედალი შეემატა – წარმატებას ვლადიმერ ჭინჭარაულმა მიაღწია, რომელმაც R9 კატეგორიაში 50 მეტრზე ტყვიის სროლაში გამოსვლა ვერცხლის მედლით (248.2 ქ) დაასრულა.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი სწორედ R9 კატეგორიაში მოიპოვა.
ჭინჭარაულის მედალი რიგით მეოთხე პარიზული ჯილდოა და ქართული პარასპორტისთვის რეკორდული შედეგია. ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე საქართველოს მონაგარი 3 ვერცხლის მედალი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings