in

მენოტი გარდაიცვალა

არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სესარ ლუის მენოტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა: ეს არის, რომელმაც 1978 წელს არგენტინას პირველად მოაპოვებინა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

“ელ ფლაკოს” (“გამხდარი”) თავკაცობით გუნდი ლამაზ და შემტევს ფეხბურთს თამაშობდა.

ფეხბურთელი მენოტი თავდამსხმელი იყო. თამაშობდა “როსარიო სენტრალის”, “რასინგისა” და “ბოკა ხუნიორსის” რიგებში, ასევე ითამაშა აშშ-სა (“ნიუ იორკ ჯენერალსი”) და ბრაზილიაში (“სანტოსი”, “ატლეტიკო იუვენტუსი”). იყო 16 სხვადასხვა გუნდის მწვრთნელი, მათ შორის “ბოკა ხუნიორსისა” და “რივერ პლეიტს”,
ხოლო ევროპაშიც “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს”, ასევე „სამპდორიას“ ხელმძღვანელობდა.

1982/83 წლების სეზონში “ბარსელონამ” მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლიგის თასი მოიგო.

საინტერესოა, რომ 1981 წელს მან განაცხადა, რომ თასების თასს
ევროპის იმ ხანად უძლიერესი გუნდი მოიგებდა – თბილისის “დინამო”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 15 ქულა: ვირტუსმა რეგულარული პირველ ადგილზე დაასრულა

მამარდაშვილს ატლეტიკო დაუკავშირდა