საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ, 18:00 “დინამო არენაზე” ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში ურუგვაის ნაკრებს უმასპინძლებს.
დღეს, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გიორგი მელიქიძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
“გიორგი მელიქიძე გასულ ორ სანაკრებო ფანჯარაზე გამოვიძახეთ ნაკრებში და ორივეჯერ უარი განაცხადა. პირველ შემთხვევაში ოჯახური მიზეზი იყო და კიდევ გასაგებია, მაგრამ მეორე შემთხვევაში მიზეზი ჩემთვის გაუგებარი იყო საქართველოს ნაკრებში თამაშს ვერავის დავაძალებთ”-თქვა ლევან მაისაშვილმა
GIPHY App Key not set. Please check settings