საქართველოს ნაკრებმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრი ისტორიულ მე-4 ადგილზე დაასრულა.
ბოლოს კაცთა ერთეულთა თანრიგში თავისუფალი პროგრამა ნიკა ეგაძემ წარმოადგინა. მსაჯებმა მას 154.79 ქულა დაუწერეს.
ნიკას გამოსვლამდე საქართველოს 50 ქულა ჰქონდა და გუნდურ ჩათვლაში მეოთხე იყო. მედლის მოსაპოვებლად საჭირო გახლდათ იტალიასთან ორქულიანი ჩამორჩენის გაბათილება, თუმცა იტალიელი მატეო რიცოს ეფექტურმა გამოსვლამ ნიკას გადასწრების საშუალება არ მისცა.

გუნდური შეჯიბრება ოთხი დისციპლინისგან შედგება: სპორტული ცეკვები, რომელშიც დევისი-სმოლკინის წყვილი გამოვიდა (7 ქულა); სპორტული წყვილები – მეტელკინა-ბერულავას წყვილი (9 ქულა); ქალთა ერთეულთა თანრიგი – გუბანოვა (9 ქულა); ვაჟთა ერთეულები – ეგაძე (6 ქულა).
ფიგურულ ციგურაობაში, გუნდურ ასპარეზობაში საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა:
აშშ (69 ქულა)
იაპონია (68 ქულა)
იტალია (60 ქულა)
საქართველო (56 ქულა)
კანადა (54 ქულა)
შესანიშნავად გამოვიდნენ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, რომლებმაც 139.7 ქულა დაიმსახურეს. ისინი მხოლოდ იაპონურ წყვილს ჩამორჩნენ და გუნდს 9 ქულა მოუტანეს.

ქალთა ერთეულების თანრიგში ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა, რომელმაც სეზონის საუკეთესო ქულა მიიღო – 140.17, რაც მეორე შედეგი აღმოჩნდა და გუნდს კიდევ 9 ქულა მიემატა.

ჩვენთვის ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილიც დიდი წარმატებაა.



GIPHY App Key not set. Please check settings