in

მბაპე 70%-ს მოსწონს, 57%-ს ქარიზმატულად მიაჩნია, ადრე უკეთესი შედეგი ჰქონდა

კილიან მბაპე საფრანგეთში პოპულარობას კარგავს.

RMC Sport ეყრდნობა Odoxa-ის კვლევებს და იუწყება, რომ პსჟ-ს ფორვარდი გამოკითხულთა 70%-ს მოსწონს. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 80%-ს უტოლდებოდა.

რესპოდენტების 45%-ს ფეხბურთელი თავდაბალ ადამიანად მიაჩნია. ეს 21%-ით ნაკლებია 4 წლის წინანდელ მაჩვენებელზე. ქარიზმატულად ის 57%-მა დაასახელა (იყო 66%).

გამოკითხულთა 63%-მა განაცხადა, რომ მბაპე მათზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამაში მას გაასწრეს ყოფილმა კალათბურთელმა ტონი პარკერმა (87%) და ძიუდოისტმა ტედი რინერმა (89%).

65% მიიჩნევს, რომ მბაპეს საქმე არ იყო, როდესაც 17 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე საუბრობდა, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამარდამ რჩეულს ხელი სთხოვა

ცხოვრება ჯანდაბაში მიექანება და თანაც ძალიან სწრაფად