in ,

მბაპე ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გაირკვა, რომ:

კილიან მბაპე 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„რეალის“ თავდამსხმელმა შვიდ მატჩში 13 გოლი გაიტანა, რითაც კრიშტიანო რონალდოს ყველა დროის რეკორდი (11 გოლი) მოხსნა როგორც საერთო, ასევე ჯგუფურ ეტაპზე.
ფრანგი გახდა პირველი ფეხბურთელი ამ ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 11-ზე მეტი გოლი გაიტანა.
მბაპემ წუხელ “ბენფიკასთან” დუბლი შეასრულა.

საუკეთესო საგოლე გადაცემების ავტორები გახდნენ „ბაიერნის“ ნახევარმცველი მაიკლ ოლისე და „რეალის“ ვინგერი ვინისიუსი. თითოეულმა 6-6 ასისტი მიითვალეს.

„ტოტენჰემის“ მეკარე ვიკარიომ მეკარეებს შორის ყველაზე მეტჯერ შეინახა მშრალად კარში: რვა მატჩიდან ექვსში (წუხელ “აინტრახტმაც” ვერ გაუტანა).

მბაპეს ამ სეზონში „რეალის“ რიგებში 29 მატჩში 40 ქულა (36 გოლი, 4 საგოლე პასი) აქვს.

ამასთან, „რეალის“ მაისურით ბოლო ოთხ მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 56-ე გოლი გაიტანა, რითაც ვან ნისტელროისთან ერთად ტურნირის ისტორიაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.
ახლა ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ტომას მიულერს ერთი გოლით ჩამორჩება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლისაბონის ღამე: პორტუგალიური სუპერიღბალი და სრული ინგლისური დომინაცია – ლიგაზე ჯგუფი მორჩა

2025 წლის ევროპის ნაკრები: მბაპე, იამალი, ჰოლანდი, პარიზელები…