კილიან მბაპე „ოქროს ბუცის“ სამ პრეტენდენტს შორისაა.
ლა ლიგის 35-ე ტურში „ბარსელონასთან“ მატჩში (3:4) ჰეთ-თრიკის შემდეგ, „რეალის“ თავდამსხმელს ესპანეთის ჩემპიონატში 27 გოლი მოუგროვდა და ამჟამად 54 ქულა აქვს.
რეიტინგში ლიდერობს „სპორტინგის“ თავდამსხმელი ვიქტორ დიოკერეში, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონატში 38 გოლით 57 ქულა დააგროვა. მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგაში 56 ქულით და 28 გოლით მეორე ადგილზეა.
პირველ ხუთეულში ასევე შედიან „ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი და „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი, რომლებმაც 25 გოლი გაიტანეს და 50 ქულა დააგროვეს.
„ოქროს ბუცი“ უეფას წევრი ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირებს გადაეცემა. ჰარი კეინმა ეს ჯილდო 2023/24 წლების სეზონში მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings