პსჟ-ს თავდასმხმელმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში მიუნხენში „ბაიერნთან“ დუბლი გაახერხა (3:2). უეფა წერს, რომ ფრანგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 1/8 და ¼ ფინალების გასვლით მატჩებში ჯამში 5 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, 1/8 ფინალში მბაპემ სამი გოლი გაუტანა „ბარსელონას“ „ნოუ კამპზე“.
გარდა ამისა:
მბაპეს ჩემპიონთა ლიგის 43 მატჩში გატანილი აქვს 27 გოლი და გააკეთა 15 შედეგიანი პასი.
22 წლის მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 მატჩში გაიტანა 8 გოლი. მათგან 6 პლეი-ოფის სამ მატჩში.
„ბაიერნთან“ გატანილი გოლები მბაპესთვის ჩემპიონთა ლიგაზე 26-ე და 27-ე გოლები გახდა. მან გადაასწრო ანტუან გრიზმანს, ლუის სუარესს, მარიოს გომესს. ასევე დაეწია რივალდოს, სალაჰსა და გიგზს.
GIPHY App Key not set. Please check settings