მბაპეს მამა უილფრიდი წარმოშობით კამერუნიდანაა და საკმაო ხანს ფეხბურთის მწვრთნელად მუშაობდა. სწორედ მამის კავშირების წყალობით მოხვდა კილიანი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში – „კლერფონტენში“, რომელსაც ტიერი ანრი და ლილიან ტიურამი გაუზრდია.
საინტერესოა, რომ მბაპე შესაძლოა მადრიდის „რეალში“ ჯერ კიდევ 13 წლისა აღმოჩენილიყო, სადაც მას ზინედინ ზიდანი უხმობდა, მაგრამ სწორედ მამამ დაიჟინა და ესპანეთში არ გადავიდნენ. ორი წლის შემდეგ მბაპემ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა „მონაკოსთან“.
მამის სამშობლოში კილიანს უამრავი ხალხი დახვდა, მათ ბუნებრივია სუპერვარსკვლავთან ფოტოს გადაღება სურდათ.
GIPHY App Key not set. Please check settings