მორიგი შოუ 23 წლის ფრანგისგან. ულამაზესი დუბლი და რიგით მე-9 გოლი მუნდიალებზე. მბაპე საოცარ ფორმაშია და ამ თემაზე მან მატჩის შემდეგ ისაუბრა:
“ყველაფერი ისე დავგეგმე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ფორმის პიკში შევხვედროდი. მე, მუნდიალით შეპყრობილი ვარ. მიზანი იყო, რომ სტარტისათვის ძალიან კარგ ფორმაში ვყოფილიყავი და ასეც მოხდა, მაგრამ ჯერ საერთო მიზსნისაგან შორს ვართ – ჩვენ ჩემპიონები უნდა გავხდეთ. ჰო, ჯერ ჩემი ინდივიდუალური მიზანიც შეუსრულებელია”.
გარდა ამისა კილიანმა ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. ბოლო პერიოდში მბაპე მედიის შეკითხვებს, უბრალოდ არ პასუხობს, რის გამოც, შესაძლოა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია დაისაჯოს:
“ჟურნალისტების შეკიტხვებს იმ მარტივი მიზეზის გამო არ ვპასუხობ, რომ მხოლოდ ერთ საქმეზე ვარ ორიენტირებული, რათა 100%-ის რეალიზება მოვახერხო. მიზანი კიდევ ერთი მუნდიალის მოგებაა და ენერგიას სხვა რამეში, უბრალოდ არ ვხარჯავ. მზად ვარ, ჯარიმა გადავიხადო, აქ ფედერაცია არაფერ შუაშია, პირადი მიზეზის გამო ისინი არ უნდა იხდიდნენ”.
GIPHY App Key not set. Please check settings