in

მბაპეს უნდა, რომ რეალმა ის რონალდოს მსგავსად წარადგინოს და ეს ევროპის ჩემპიონატამდე გააკეთოს

კილიან მბაპეს სურს, რომ „რეალმა“ მას კრიშტიანო რონალდოს მსგავსი პრეზენტაცია მოუწყოს.

გასულ კვირას ფეხბურთელმა პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის აცნობა, რომ გადაწყვიტა გუნდის დატოვება. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ ყოფილა. ამტკიცებენ, რომ მბაპე „რეალში“ ფაქტობრივად გადასულია.
ამის შესახებ კი მას შემდეგ განაცხადებენ, რაც თეორიული შანსიც გაქრება, რომ „რეალი“ და პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს შეხვდნენ.

ახლა კი ჟურნალისტი ედუ აგირე ამბობს, რომ კილიანს სურვილი აქვს „რეალმა“ ის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ევრო 2024-ის დაწყებამდე წარადგინოს, ანუ 14 ივნისამდე. არადა, პსჟ-სთან კონტრაქტის ვადა 30 ივნისს იწურება.

„მბაპეს იდეაა, რომ ის „ბერნაბეუზე“ ევროპის პირველობის დაწყებამდე წარადგინონ.
ის ფიქრობს მსგავს პრეზენტაციაზე, რომელიც კრიშტიანო რონალდოს ჰქონდა“, – უთხრა აგირემ El Chiringuitoის ეთერში.

2009 წელს რონალდოს პრეზენტაციას „ბერნაბეუზე“ 85 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

განაჩენი: დანი ალვეშს 4.5 წელი მიუსაჯეს – სხვაც ბევრი დააკისრეს

ვიდეო: ველოდებით მძიმე, ძალიან მძიმე მატჩს – საქართველო დღეს ევროპას იწყებს