in

მბაპეს სუპერ ელექტრომობილი აჩუქეს, მაგრამ… მართვის მოწმობა არ აქვს

კილიან მბაპეს BMW აჩუქეს.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, რომელიც „რეალის“ სპონსორია, მადრიდული კლუბის ახალწვეულს ელექტრომობილი i7 M70 xDrive გადასცა.

ორძრავიანი სედანის სიმძლავრე 660 ცხენის ძალაა და 100 კმ/სთ-ს 3.7 წამში ავითარებს. მაქსიმალური სისწრაფე 250 კმ/სთ-ია. დატენილი აკუმულატორი 488-დან 560 კმ-მდე მანძილს გაატარებს.

მგზავრს შეუძლია მართოს კლიმატ-კონტროლი, სავარძლების გათბობა-გაგრილება, ასევე აირჩიოს მასაჟის ტიპი.
სახურავზე 31-დიუმიანი ეკრანია, რომელიც ბრუნავს ფუნქციის არჩევისას.

ავტომობილის ფასი დამატებითიო ოფციების გარეშე 186 750 ევროა.

მბაპეს მოუწევს მგზავრის სავარძლით მგზავრობა, რადგან მას… მართვის მოწმობა არ აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოლიმპიადის გახსნაზე საიდუმლო სერობის პაროდიამ დიდი სკანდალი გამოიწვია: ორგანიზატორებს ყველა აკრიტიკებს – როგორ იმართლა თავი ავტორმა

ჩვენ მივიღეთ სუპერ ნიჭიერი მოთამაშე… გოჩოლეიშვილი კოპენჰაგენელია