კილიან მბაპემ კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა მადრიდის „რეალის“ რიგებში ერთ კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლების რაოდენობით.
27 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა პენალტი შეაგდო ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „სევილიას“ წინააღმდეგ (2:0) 86-ე წუთზე. ეს მისი 59-ე გოლია მადრიდული კლუბის რიგებში 2025 წელს.
ამგვარად, მბაპემ გაიმეორა კრიშტიანო რონალდოს რეკორდი, რომელიც 2013 წელს დამყარდა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა 89-ე წუთზე „რეალის“ სასარგებლოდ, მაგრამ გადაწყვეტილება VAR-ის შემდეგ გააუქმა.

კილიან მბაპემ კი სარეკორდო გოლი კრიშტიანოს სტილში აღნიშნა და თამაშის შემდეგ შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩემი დაბადების დღეა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი დაბადების დღეზე პროფესიონალურ საფეხბურთო მატჩში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით ჩემი ოცნების გუნდთან ერთად. მიზანი იყო წლის გამარჯვებით დასრულება.
ერთ წელიწადში „რეალის“ შემადგენლობაში 59 გოლის გატანა წარმოუდგენელია, რონალდოს, ჩემი კუმირის, „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის მიღწევის გამეორება…
ჩემი ზეიმი მას ეძღვნება. მინდოდა მასთან მისალმება, რადგან ის ყოველთვის კეთილი იყო ჩემს მიმართ, მეხმარებოდა ადაპტაციაში და შესანიშნავია, რომ ახლა მე ვეხმარები „რეალს“ გამარჯვებაში. დღეს მინდოდა ეს მომენტი მასთან გამეზიარებინა.
მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემი მეგობარი გახდა და ვუსურვებ მას და „რეალის“ ყველა გულშემატკივარს ბედნიერ შობას და ახალ წელს“.




GIPHY App Key not set. Please check settings