კილიან მბაპემ 2024/25 წლების სეზონის „ოქროს ბუცი“ მოიგო. „რეალის“ ფორვარდმა ლა ლიგაში თავის სადებიუტო სეზონში 31 გოლი გაიტანა.
მბაპეს დაწევი შანსი სალაჰს ჰქონდა, მაგრამ პრემიერლიგის ბოლო ტურში საჭირო სამი გოლის ნაცვლად მხოლოდ ერთი გაიტანა.
ფრანგმა ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირობაში რობერტ ლევანდოვსკის 4 გოლით გაასწრო. პოლონელს ბოლო ტურში 6 გოლი სჭირდებოდა კილიანის დასაწევად და დუბლით დაკმაყოფილდა.
„ოქროს ბუცის“ პირველი ათეული ასეთი გამოვიდა:
- კილიან მბაპე („რეალი“/საფრანგეთი), 31 გოლი (გოლების კოეფიციენტი – 2) – 62 ქულა;
- ვიქტორ დიოკერეში („სპორტინგი“/შვედეთი), 39 (1,5) – 58,5;
- მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“/ეგვიპტე), 29 (2) – 58;
- რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“/პოლონეთი), 27 (2) – 54;
- ჰარი კეინი („ბაიერნი“/ინგლისი), 26 (2) – 52;
- მატეო რეტეგი („ატალანტა“/იტალია), 25 (2) – 50;
- ალეკსანდერ ისაკი („ნიუკასლი“/შვედეთი), 23 (2) – 46;
- ერლინგ ჰოლანდი („სიტი“/ნორვეგია), 22 (2) – 44;
- ომარ მარმუში („აინტრახტი“ და „სიტი“/ეგვიპტე), 22 (2) – 44;
- მიკა ბირეტი („შტურმი“ და „მონაკო“/დანია), 24 (1,5 и 2) – 42,5.
GIPHY App Key not set. Please check settings