კილიან მბაპეს ჰეთ-თრიკით მადრიდელებმა „ვალიადოლიდი“ ლა ლიგის 21-ე ტურში დაამარცხეს. მადრიდის “რეალს” 49 ქულა აქვს და ლიდერობა გაიმყარა.
მბაპეს ახლა ლა ლიგაში 15 გოლი აქვს და რობერტ ლევანდოვსკის მიუახლოვდება საუკეთესო ბომბარდირთა დავაში: პოლონელი ორი გოლით უსწრებს ფრანგს.
მთლიანობაში, ყველა ტურნირზე კილიანმა „სამეფო კლუბის” მაისურით 22 გოლი გაიტანა. ის უკვე შევიდა ტოპ 5 მადრიდელში სადებიუტო სეზონში ყველაზე მეტი გატანილი გოლით.
რეიტინგში პირველ ადგილს იზიარებენ კრიშტიანო რონალდო და რუდ ვან ნისტელროი – ორივემ პირველ სეზონში 33 გოლი გაიტანა.
მადრიდის “რეალის” ამჟამინდელ ფეხბურთელებს შორის მბაპეს ჯუდ ბელინგემი უერთდება, რომელიც კილიანს ერთი გოლით უსწრებს.
ფეხბურთელები, რომლებმაც მადრიდში სადებიუტო სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს:
GIPHY App Key not set. Please check settings