in

მაჭარაშვილმა ვერცხლი აიღო

გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. 27 წლის მცხეთელმა ფალავანმა სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გივი ფინალში 21 წლის აჰმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა (0:2), რომელიც ბაჰრეინის სახელით ასპარეზობს. გივიმ ტაქტიკურად სწორედ დაიწყო, მაგრამ დაღესტანელმა მოჭიდავემ კონტრილეთზე დაიჭირა და წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

ამრიგად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე -3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ღმერთის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი: რას ნიშნავს გენოს ჟესტი და რატომ გაუკეთა ირანელს

საქართველოს 7 მედალი პარიზიდან: 3 ოქროა – შესრულდა თუ არა ჩვენი ოლიმპიური დევიზი