in

მატჩის დღე – საქართველო VS იტალია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მომდევნო მატჩს ხვალ, 14 ნოემბერს, თბილისში იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში, ფინალური ეტაპისკენ მორიგ ნაბიჯს გადადგამს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა შესარჩევ ჯგუფში ბოლო შეხვედრა რეიკიავიკში ჩაატარეს და ისლანდიელებს 88:85 სძლიეს, იტალიამ კი პეზაროში თითქმის იდენტური ანგარიშით წააგო ევრობასკეტის გამარჯვებულ ესპანეთთან. ჯანმარკო პოცეკოს შეგირდები ოვერტაიმში 84:88 დამარცხდნენ და თამაშს დიდი ენერგიაც შეალიეს.

საკვალიფიკაციო ტურნირის 7 ტურის თავზე L ჯგუფში მეტად საინტერესო ვითარებაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს პირველობის ფინალურ ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გადის, საგზური არავის აქვს მოპოვებული. ესპანეთი 6 მოგებით ლიდერობს, იტალიას 5 გამარჯვება აქვს, საქართველოსა და ისლანდიას – 4-4, უკრაინას – 3, ხოლო ნიდერლანდები მოგების გარეშეა და ყველანაირი შანსიც დაკარგული აქვს.

 რომ თბილისში გამარჯვების შემთხვევაში, იტალიელები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების უფლებას ოფიციალურად გაინაღდებენ, საქართველო კი ფინალს ძალიან მიუახლოვდება, ამდენად, ხვალინდელ შეხვედრაში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

ისლანდიასთან მატჩის მსგავსად, ილიას ზუროსი ვერ დაიხმარს NBA-ში მოთამაშე გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილს, თუმცა, ეს არაფერია იმ დანაკლისთან შედარებით, რომელიც იტალიელებს აქვთ. გასაგებ მიზეზთა გამო, პოცეკო აშშ-დან ხომ არავის ელის და ევროპაში მოთამაშე ლიდერებსაც მოისაკლისებს. 

თბილისში ვერ ითამაშებენ ნიკოლო მელი, სტეფანო ტონუტი, სიმონე ფონტეკიო, აკილე პოლონარა და ჯიჯი დატომე. ცნობისთვის, ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, რომელიც ბრეშაში 27 აგვისტოს შედგა, მასპინძლებმა 91:84 იმარჯვეს და 66 (!) ქულა იმ კალათბურთელებმა ჩააგდეს, რომლებიც ხვალინდელ მატში მოედანზე არ იქნებიან.

შეხვედრა თბილისში 19:00-ზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ემბიდი გაგიჟდა – 59 ქულა 11 მოხსნა 8 ასისტი და 7 ბლოკი!

ილიას ზუროსი: დარბაზი ბოლომდე უნდა გაივსოს!