ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რეფერი, ესპანელი, მატეო ლაოსი მუნდიალს ემშვიდობება და ეს ფიფას გადაწყვეტილებაა.
არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩი მატეოსთვის საბედისწერო გამოდგა. იშვიათია, როდესაც ერთბაშად ორივე გუნდი მსაჯით უკმაყოფილოა. ნიდერლანდელები ორჯერ ითხოვდნენ არგენტინელთა გაძევებას: ჯერ მესის ხელი, შემდეგ პარედესის სრულიად გაუგონარი ქმედება, რომლის დროსაც ლაოსი ყვითლით შემოიფარგლა.
თავის მხრივ, პრეტენზიათა წყებითაა წარმოდგენილი არგენტინაც, რიგ მომენტებში საკამათო გადაწყვეტილებების გამო და ესპანელიც შინ მიაბრძანეს. ლაოსს სადავეები იმ დონეზე გაექცა, რომ ყვითელი ბარათების რეკორდი დამყარდა, რაც მსაჯზე დიდად კარგის მთქმელი არ არის.
GIPHY App Key not set. Please check settings