საერთაშორისო ტურნირის მატჩზე მასობრივი ჩხუბი ატყდა მშობლებს შორის. ინციდენტი შვედურ გიოტებორგში მიმდინარე 15 წლამდე ბავშვთა ტურნირზე მოხდა.
Gothia Cup მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ასაკობრივ გუნდებში. მატჩის მიწურულს ერთ-ერთი გუნდი მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. შედეგად გაჩაღდა ჩხუბი მაყურებელს, მენეჯერებსა და მშობლებს შორის.
კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ თამაში განახლდა, მაგრამ ორი ფეხბურთელის შეჯახებამ ახალი ჩხუბი გამოიწვია, რომელშიც მოზარდები და მაყურებელიც ჩაერთო.
მატჩის შემდეგ მსაჯს ოფიციალური პირების დახმარებით გასვლა მოუწია, რომელსაც გამწარებული მოთამაშეებისა და მშობლებისგან იცავდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings