in

მარტო გიორგი რას უშველიდა: ვალენსიამ რეალთან წააგო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“, რომელსაც ცუდი დროება უდგას და დროებით ახალი მწვრთნელი ჰყავს, მადრიდში ჩავიდა და თვით „რეალს“ შეერკინა. რა გასაკვირია, რომ თამაში მასპინძლებმა მოიგეს – 2:0.

ქართველი მეკარე ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და საქმე თავიდანვე მიეცა. მე-3 წუთზე ლუკა მოდრიჩის მაგარი პასით გიორგისთან პირისპირ მარკო ასენსიო დარჩა. მამარდაშვილმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გოლისგან იხსნა. 28-ე წუთზე გიორგი ვინისიუსის დარტყმასაც გადაეღობა.
შესვენებამდე მადრიდელებს VAR-მა გოლი გაუუქმა.

მეორე ტაიმში „რეალმა“ უპირატესობა სწრაფად მოიპოვა. 51-ე წუთზე ასენსიომ ძლიერი და ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. 4 წუთში კი ვინისიუსმა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

72-ე წუთზე „ვალენსია“ კაცნაკლული დარჩა, ვინისიუსთან უხეშობისთვის გაბრიელ პაულისტა გააგდეს.

მამარდაშვილმა კი გუნდი კიდევ ორჯერ გადაარჩინა: ჯერ ფედერიკო ვალვერდეს დარტყმა მოიგერია და შემდეგ დამატებაზეც იყოჩაღა. 90-ე წუთზე როდრიგოს უძლიერესი ჯარიმა მოიგერია.

19 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ 20 ქულით მე-14 ადგილზე დარჩა და გავარდნის ზონას მხოლოდ 1 ქულა აშორებს.

მომდევნო შეხვედრა “ვალენსიას” უკვე 5-ში, სტუმრად მასზე 1 ქულით მეტის მქონე “ჟირონასთან“ უწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი ბურჯი TOP 14-ის თვის სიმბოლურში

ბუდუმ უკვე ივარჯიშა