in

მარიამ ქერდიკაშვილს ტოკიოს ლიცენზიამდე 18 მეასედი დააკლდა

მარიამ ქერდიკაშვილს ოლიმპიურ ლიცენზიამდე 18 მეასედი წამი დააკლდა.

რუსეთის ქალაქ ბარნაულში მიმდინარე კანოე სპრინტში ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირზე ქართველი სპორტსმენი მეორე ადგილზე გავიდა.

მარიამმა დისტანცია 0:50:18 წამში დაძლია და მხოლოდ ხორვატ სპორტსმენს ჩამორჩა.
გოგონების C1 200 მეტრიან გაცურვაში მხოლოდ პირველი ადგილი იღებდა ტოკიოს საგზურს.

ბარნაულში ასევე ასპარეზობდა ბადრი ყაველაშვილი, რომელიც ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კანოეში მონაწილე არ ეყოლება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამო უეფასთან სასამართლოში დამარცხდა

მილანის ფეხბურთელებს ბარბექიუ მოუწყვეს, რათა ატალანტასთან მატჩის წინ დაძაბულობა მოეხსნათ