in

მარათონის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 800-ზე მეტი დაშავდა

ჰონგ კონგში Standard Chartered-ის მარათონის დროს დაიღუპა 30 წლის სპორტსმენი, ხოლო 842 დაშავდა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებისგან, იუწყება ტელერადიოკორპორაცია RTHK.

დაღუპულმა მორბენალმა გონება მეტროს სადგურზე დაკარგა და მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული 842 ადამიანიდან 39 ჰოსპიტალიზირებულია. ერთ-ერთ მათგანს გული გაუჩერდა, მაგრამ საავადმყოფოში მისი მდგომარეობა გამოსწორდა.

მარათონში მონაწილეობა დაახლოებით 74 ათასმა ადამიანმა მიიღო, მათგან 450-მა მოახერხა სრულად გარბენა დადგენილ დროში (3 საათზე ნაკლები მამაკაცებისთვის და 3.5 საათზე ნაკლები ქალებისთვის).

მამაკაცებს შორის გამარჯვებული გახდა კენიელი ანდერსონ სეროი, რომელმაც 42 კმ 195 მ დისტანცია 2 საათში, 12 წუთსა და 50 წამში დაფარა. ქალებს შორის გაიმარჯვა ეთიოპიელმა მედინა არმინომ, მისი შედეგია – 2 სთ, 28 წთ და 47 წმ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი შარშია პრეზიდენტის ფინანსური მაქინაციების გამო: რა ელის ხვიჩას გუნდს

ვიდეო: დვალის კურიოზული გოლი და უთამაშებლები იტალიაში – ლეგიონერები