დიეგო მარადონას მაისურს აუქციონზე გაყიდიან.
Sotheby’s-ის სახლი სავაჭროდ გაიტანს იმ მაისურს, რომელიც დიად დიეგოს 1986 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ეცვა ბელგიასთან მატჩში. ის თამაში არგენტინამ 2:0 მოიგო და ორივე გოლი სწორედ მარადონამ გაიტანა.
მატჩის შემდეგ დიეგომ მაისური ბელგიელთა მეკარის ჟან-მარი პფაფის ხელთათმანებში გაცვალა. მარადონამ თავის მაისურს მიაწერა: „დიდ ჟან-მარის, მთელი ჩემი სიყვარულით“.
ვარაუდობენ, რომ ფასი 800 ათასიდან 1.2 მილიონ დოლარამდე იქნება.
2022 წლის მაისში მარადონას მაისური ამავე ტურნირის ¼ ფინალიდან სარეკორდო თანხად – 9,28 მლნ დოლარად გაყიდეს.
GIPHY App Key not set. Please check settings