საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში კატალონიის “ბარსელონა და არგენტინული “ბოკა ხუნიორსი” დიეგო მარადონას თასისთვის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ანგარიში 50-ე წუთზე ფერან ჟუტგლამ გახსნა და “ბარსა” დააწინაურა. “ბოკამ” ანგარიშის გათანაბრება 77-ე წუთზე ესებიელ სებალოსის გოლით მოახერხა. ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, 11-მეტრიანების სერია დაინიშნა.
არგენტინელებმა 4-დან 4-ვე პენალტი გამოიყენეს: მარკოს როხო, კარლოს ისკუირედოსი, კრისტიან პავონი, ნიკოლას ნიკოლას მოლინასი. “ბარსელონადან” პენალტები ზუსტად ალვეშმა და ჟუტგლამ შეასრულეს. პერეირამ და ხაიმემ კი, 11-მეტრიანი ნიშნულიდან გატანა ვერ მოახერხეს.
საბოლოოდ, მარადონას თასი “ბოკამ” დაისაკუთრა.
დიეგო “ბოკა ხუნიორსში” 1981-1982 და 1995-1997, ხოლო “ბარსელონაში” 1982-1984 წლებში თამაშობდა. ლეგენდარული არგენტინელი 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings