in

მარადონას ექიმებს არგენტინას პროკურატურამ ბრალი წაუყენა

არგენტინის პროკურატურამ ფეხბურთის ღმერთის დიეგო არმანდო მარადონას 8 სამედიცინო მოსამსახურეს, რომლებიც მარადონას მკურნალობაზე იყვნენ პასუხიმგებელი, ბრალი წარუდგინა. პროკურატურა მათ გულგრილობასა და მკურნალობის პროცესში არასწორ მენეჯმენტს ედავება, რომლის შედეგად მარადონას სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში ჰოსპიტალიზაცია ნაადრევად მოხდა. ინფორმაციას Foxsports ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, ექიმებმა პაციენტის მდგომარეობა არასწორედ შეაფასეს და სტაციონარში მკურნალობის ნაცვლად შინ გაწერეს. ასევე, პროკურატორის თქმით, სახლში ექიმები მკურნალობის პროცესში არასწორ და თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ამ 8 პირს თავისუფლების აღკვეთა 8-დან 25 წლამდე ვადით ელის.

მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვადასტურებ, ვმუშაობთ კვარაცხელიას ტრანსფერზე – ნაპოლის სპორტული დირექტორი

საფინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა