in

მანჩესტერს რონალდოს შენარჩუნება უნდა: მიზეზი ფეხბურთი არ არის, სხვა რამეა

„მანჩესტერი“ აპირებს კრიშტიანო რონალდო შეინარჩუნოს, რათა არ დაკარგოს აშშ-ში დაგეგმილი წინასასეზონო ტურნედან შემოსავლები.

„იუნაიტედი“ ოკეანისგაღმა წასვლას ივლისში გეგმავს. ეს იქნება „მანჩესტერის“ პირველი ტურნე 2019 წლის შემდეგ. კლუბში შტატებს უპირატესობას ანიჭებენ თბილი კლიმატის, ვარჯიშისთვის შესანიშნავი პირობებისა და კომერციული ვალდებულებების შესრულების უნარისთვის. სეზონისწინა ტური „იუნაიტედს“ 24 მლნ ევრომდე შემოსავალს მოუტანს სპონსორების, მერჩენდაიზინგისა და ბილეთებისგან.

„მანჩესტერში“ ესმით, რომ აშშ-ში რონალდოს გარეშე წასვლა მიმზიდველობას დაკარგავს. ახალ გენერალურ დირექტორ რიჩარდ არნოლდს (ედ ვუდვორდს მომდევნო თვის დასაწყისში შეცვლის) მოუწევს ბრძოლა პორტუგალიელის შესანარჩუნებლად. არნოლდი გეგმავს უახლოეს პერიოდში კრიშტიანოსთან მოლაპარაკებები გამართოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფრანგები კოვიდ შეზღუდვებს ხსნიან

მზად ვართ ისტორიული მატჩისთვის: საქართველომ ნიდერლანდებში ივარჯიშა