in

მანჩესტერსა და ლივერპულს შორის 57 წელია არცერთი ტრანსფერი არ ყოფილა

დღეს საღამოს, „მანჩესტერი“ მიიღებს „ლივერპულს“. პრინციპული მეტოქეები, ისტორიული დერბი – მსგავსი მატჩების აღწერა ათასნაირად შეიძლება, მაგრამ რანდენად აქტუალურია ეს ყველაფერი 2021 წელს? გულშემატკივრებისთვის ალბათ კი, ხოლო კლუბებისთვის?

უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც ორი დაპირისპირებული და პრინციპული მეტოქე კლუბები ერთმანეთს ელაპარაკებიან და პირდაპირ გადაყვათ ესა თუ ის ფეხბურთელი თავიანთ გუნდში. პირდაპირ ტრანსფერებს საძულველ მოწინააღმდეგესთან ფანები მტკივნეულად განიცდიან, თუმცა კლუბები მაინც არ ერიდებიან მსგავს გარიგებებს.

ცნობილი ფეხბურთელებიდან, ვინც ბოლო დროს პირდაპირ გადავიდა მეტოქის ბანაკში, შეიძლება ვახსენოთ: დავიდ ლუისი, მარკოს ლორენტე, მატს ჰუმელსი, გონსალო იგუაინი, ლეონარდო ბონუჩი, ვიჩენცო მონტელა… ლუიშ ფიგუს ხსენება ალბათ ზედმეტიც კია.

  • „მანჩესტერსა“ და „ლივერპულს“ კი 57 წელია პირდაპირი ტრანსფერი არ განუხორციელებიათ. თუმცა 1964 წლის შემდეგ იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ორივე კლუბში უთამაშიათ – პოლ ინსი, მაიკლ ოუენი. 2007 წელს „ლივერპული“ ცდილობდა გაბრიელ ჰაინცე ეყიდა, მაგრამ „იუნაიტედმა“ უარი თქვა და არგენტინელი „რეალს“ მისცა.
  • პიტერ ბერდსლის გზა კიდევ უფრო ლეგენდარულია: თამაშობდა „მანჩესტერში“, „ლივერპულში“, „ევერტონსა“ და „სიტიში“.
  • პრინციპული მეტოქეობა სულაც არ უშლის ხელს იტალიურ კლუბებს ვაჭრობაში. ადვილად გაიხსენებთ ფეხბურთელებს, რომლებთაც უთამაშიათ „ინტერში“, „იუვენტუსში“, „მილანში“: ანდრეა პირლო, რობერტო ბაჯო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედგარ დავიდსი, კრისტიან ვიერი, პატრიკ ვიეირა, ჯუზეპე მეაცაც კი (სწორედ ის, კაციც და სტადიონიც).
  • „ბაიერნი“ აკონტროლებს მთელ გერმანულ ბაზარს და არ ნერვიულობს, ვისგან ყიდულობს. შეიძლება მუშაობა დორტმუნდელებთან, „ნიურნბერგთანაც“ და „მიუნხენ 1860“-თანაც.

ვინ არის ეს ფილ ჩიზნალი?

ფილი „მანჩესტერის“ აღზრდილია, რომელმაც მთავარ გუნდში 1961 წელს შეაღწია. სამი წლის განმავლობაში 47 მატჩი ითამაშა (10 გოლი) და 1964-ის აპრილში „ლივერპულში“ გადავიდა 25 ათას ფუნტად.

„ფილს შეუძლია უჩვეულო რაღაცეები აკეთოს ბურთით, ის განსაკუთრებული გახდება“, – უხაროდა ახალწვეულის მისვლა ბილ შენკლის.

ნიჭიერი მოთამაშის დებიუტი მხოლოდ 4 თვის შემდეგ შედგა ინგლისის სუპერთასზე „ვესტ ჰემთან“. ჩიზნალი დიდხანს ეჩვეოდა ახალ რეჟიმს.

„იუნაიტედში“ მშვიდად ვსაუზმობდი ვარჯიშამდე. „ლივერპულში“ თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევდი – უბრალოდ საკვები მუცელში ვერ ჩერდებოდა“.

„ლივერპულში“ გატარებულ სამ წელიწადში ჩიზნალმა მხოლოდ 9 თამაში ითამაშა და 1967-ში მეოთხე დივიზიონის „საუთენდში“ წავიდა.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ ორ დიად კლუბს წარმოვადგენდი ორი დიდი ქალაქიდან, ბედნიერი ვიყავი მათთან თამაშით. როდესაც „ლივერპულში“ გადავდიოდი, მაშინ არ ყოფილა ასე დაძაბულობა, როგორც ახლაა. მაშინ უბრალოდ წერდნენ როგორც ორ ინგლისურ კლუბს შორის ფეხბურთელის გადასვლაზე.
თუ ჰაინცე გადავა „ლივერპულში“ და „ოლდ ტრაფორდზე“ ითამაშებს, მას ჯოჯოხეთური დახვედრა ელოდება. ჩემი ტრანსფერი კი ნეგატიურად არ აღიქვეს, კარგად მიმიღეს, როდესაც „იუნაიტედის“ სტადიონზე „ლივერპულის“ მაისურით ვთამაშობდი“, – იხსენებდა ჩიზნალი 2007 წელს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

9 წელი დასრულდა: როგორი იყო სერია A-ს ბოლო სეზონი, როდესაც ჩემპიონი იუვენტუსი არ ყოფილა

რამდენი გამოიმუშავეს ქართველმა მებძოლებმა ბოლო გამარჯვებებით