in

მანჩესტერმა ტრანსფერები არ იცის: CIES-ის 10-წლიანი რეიტინგი

„მანჩესტერი“ სათავეში ჩაუდგა იმ კლუბების რეიტინგს, რომლებსაც სატრანსფერო ბაზარზე უარყოფითი ბალანსი აქვთ. საუბარია ტოპ 5 ჩემპიონატზე.

ანალიზი სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) წარადგინა. რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს ტრანსფერებისას სუფთა შემოსავლები და გასავლები, რომლებიც ბოლო 10 წელიწადში, 2012 წლის ზაფხულიდან დაფიქსირდა.

უარესი სატრანსფერო ბალანსი ბოლო 10 წელიწადში აღმოაჩნდა „მანჩესტერს“ – მინუს 1.075 მილიარდი ევრო. ახალი ფეხბურთელების შესაძენად „იუნაიტედმა“ 1.545 მილიარდი ევრო დახარჯა, ხოლო გაყიდვიდან 470 მლნ ევრო იშოვა.

მეორე ადგილზე კიდევ ერთი მანჩესტერული კლუბია – „სიტი“. მოქმედმა ჩემპიონებმა ტრანსფერებზე 984 მილიონი ევრო იზარალეს: დახარჯეს 1.699 მილიარდი ევრო და გამოიმუშავეს 715 მილიონი.

უეარესთა სამეული პსჟ-მ დახურა – მინუს 941 მლნ ევრო.

ფრანგულმა კლუბმა ახალწვეულებზე 1.445 მლრდ ევრო არ დაინანა და გასხვისებიდან კი 504 მლნ მიიღო.

ტოპ 5-ში ასევე მოხვდნენ „ბარსელონა“ (მინუს 650 მლნ ევრო) და „არსენალი“ (მინუს 583 მლნ ევრო).  

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ორი ქართული მომენტი ევროპის ჩემპიონატის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებში

მორის ყვითელაშვილი: დღევანდელი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ