in

მანჩესტერმა კვარაცხელიას 9 მილიონი შესთავაზა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა და ქართველ ფეხბურთელს წელიწადში ცხრა მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ქართველთან ხელშეკრულების განახლების იმედი აქვს, – ამის შესახებ Sportmediaset-ი წერს.

„სერია A-ს ლიდერ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედი აქვს. თუმცა ამ დროისთვის მხარეები ვერ თანხმდებიან და ქართველ ფეხბურთელთან საერთო ენა ვერ გამონახეს. დე ლაურენტისი მტკიცედ რჩება წელიწადში (ბონუსების ჩათვლით) 6-მილიონიან შეთავაზებაზე.

ჩვენი ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კვარაცხელიას შესთავაზა სამი მილიონით მეტი, ვიდრე „ნაპოლიმ“, რაც წლიურად ცხრა მილიონი ევროა. ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ მყოფთათვის ეს წინადადება საკმაოდ დამაინტრიგებელია. ფეხბურთელის აგენტსა და პრეზიდენტ დე ლაურენტისს შორის ჩიხში შესული მოლაპარაკება სეზონის ბოლომდე თუ არ მოგვარდება, „ნაპოლი“ კვარაცხელიას სატრანსფერი სიაში შეიყვანს.

ნეაპოლურ კლუბს ახლა ეს ვარიანტი აქვს – ფეხბურთელი 100 მილიონ ევროდ ან სხვა ფინანსურად მომგებიანი პირობებით გაყიდოს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ქართველს ფხიზლად აკვირდება, „ბარსელონა“ კი გვერდიდან უყურებს მოვლენებს. ამ დროს „მანჩესტერის“ ცხრამილიონიანი შეთავაზება „ნაპოლის“ ფეხბურთელის დასარწმუნებლად კარგი მიზეზია“, – ამტკიცებს Sportmediaset-ი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამუკელაშვილის 100-პროცენტიანი შესრულება – სან ანტონიომ ზედიზედ მეოთხედ მოიგო