in

მანჩესტერი კრიშტიანოს უფასოდ უშვებს, მსურველი კი არავინაა: იმედი მსოფლიო ჩემპიონატია

„მანჩესტერი“ მზადაა უფასოდ შეელიოს კრიშტიანო რონალდოს.

კლუბი ამ ნაბიჯზე წასასვლელად მზადაა, რათა თავიდან მოიშოროს 37 წლის ფეხბურთელის მაღალი ხელფასი. კრიშტიანო კვირაში 500 ათასს იღებს. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ზაფხულში რონალდოსთან კომპენსაციის გარეშე დამშვიდობების იდეა მოიწონეს კლუბის მფლობელმა გლეიზერებმა, მით უმეტეს, რომ როგორც ჩანს, არც თავად ფეხბურთელია წინააღმდეგი კლუბი შეიცვალოს.

თუმცა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მიმართ ინტერესი ისევ არ არის. ერთადერთი გეხსომებათ საუდის არაბეთის „ალ ჰილალის“ ვარიანტი იყო.

„მანჩესტერში“ მიაჩნიათ, რომ რონალდოს წარმატებული გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიწვევს მის მიმართ სხვა გუნდების ინტერესს. შესაძლებელია ზამთარშივე ნახევარწლიანი იჯარა თუ მისი ხელფასის ნაწილს ვინმე გადაიხდის.

კრიშტიანოს წასვლა-დარჩენაზე, მის საჭიროებასა თუ პირიქით ზედმეტობაზე, მისი და კლუბის სურვილებზე იმდენი განსხვავებული რამ იწერება, ალბათ მხოლოდ მოცდა და მოვლენების განვითარების დალოდება სჯობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამდენი ქულა აიღო ბენზემამ: ის პირველზე მარტო 4-მა ქვეყანამ არ დაასახელა

ხვიჩას ნაპოლიმ მარადონას ნაპოლის რეკორდი გაიმეორა