ევროპის ლიგაზე ¼ ფინალის განმეორებითი მატჩები საინტერესოდ წარიმართა. ერთ-ერთი ფავორიტი „მანჩესტერი“ უსახელოდ გავარდა, ესპანეთში დიდი ანგარიშით წააგო.
ნახევარფინალში ორი იტალიური გუნდია. „იუვემ“ ერთბურთიანი უპირატესობა დაიცვა ლისაბონში, ხოლო „რომამ“ ბოლო წუთებზე მოიპოვა გამარჯვება, საქმე დამატებითში გადაიყვანა და მერე იქ მიიყვანა ბოლომდე.
¼ ფინალი
უნიონ სტ. ჟილი – ლევერკუზენი 1:4 (1:1)
გოლები: 0:1 დიაბი (2), 0:2 ბაკერი (38), 0:3 ფრიმპონგი (61), 1:3 ტერჰო (65), 1:4 ჰლოჟეკი (79)
სევილია – მანჩესტერი 3:0 (2:2)
გოლები: 1:0 ენ ნესირი (8), 2:0 ბადე (47), 3:0 ენ ნესირი (81)
სპორტინგი – იუვენტუსი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 რაბიო (9), 1:1 ედვარდსი (20)
რომა – ფეიენოორდი 4:1 დ.დ. (0:1)
გოლები: 1:0 სპინაცოლა (60), 1:1 იგორ პაიშაო (80), 2:1 დიბალა (89), 3:1 ელ შაარავი (101), 4:1 პელეგრინი (109)
ცნობილია ნახევარფინალური წყვილები.
½ ფინალი
იუვენტუსი – სევილია
რომა – ლევერკუზენი
პირველი მატჩები 11 მაისს გაიმართება, განმეორებითი – 18 მაისს.
GIPHY App Key not set. Please check settings