მანჩესტერში სიმშვიდე დაირღვა.
„მანჩესტერის“ გულშემატკივრებმა კლუბის მფლობელი გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვეს იმ სასტუმროს წინ, სადაც გუნდი გაჩერდა „ლივერპულთან“ თამაშის წინ. ფანებმა საკლუბო ავტობუსის კორდონი გაარღვიეს და ღიად გამოხატეს გლეიზერებისადმი უკმაყოფილება.
გულშემატკივრების აქცია გლეიზერების წინააღმდეგ წინა კვირას დაიწყო, საწვრთნელ ბაზაზე. მერე იყო „ოლდ ტრაფორდთან“ გამართული აქცია. ახალი მასშტაბური პროტესტი სწორედ დღეს, 2 მაისს დაგეგმეს, „ლივერპულთან“ მატჩამდე.
სასტუმრო „ლოურიდან“ გულშემატკივრები სტადიონისკენ დაიძრნენ.
ლამაზია, მაგრამ საშიში.
ყველაზე გაბრაზებულმა ფანებმა მარტო სტადიონის წინ პროტესტი არ იკმარეს, გაარღვიეს სტადიონის დაცვა და მოედანზე შეიჭრნენ.
„იუნაიტედის“ ქომაგებს გლეიზერები დიდად გულზე არასოდეს არ ეხატათ, მაგრამ ახლა, სუპერლიგის ამბების შემდეგ მათმა პროტესტმა კიდევ უფრო იფეთქა. უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი მეპატრონეების სიხარბე და მათი ამერიკული წარმომავლობაა.
გლეიზერების „მანჩესტერთან“ კავშირი 2005 წლის 13 მაისს დაიწყო, როდესაც მალკოლმ გლეიზერმა 1.47 მილიარდ დოლარად კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი გამოისყიდა. სამ დღეში მას 75% ჰქონდა, რაც საშუალებას აძლევდა სრული კონტროლი დაემყარებინა კლუბზე.
GIPHY App Key not set. Please check settings