„ფულის უფრო ეფექტური გამოყენება არის ის, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უნდა ისწავლოს. მაგრამ მის მმართველებს და სკაუტებს იმის დანახვა სჭირდებათ, თუ ვის შეუძლია გუნდის გაძლიერება, ასეთი კი გიორგი მიქაუტაძეა“, – საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელზე წერილს unitedinfocus აქვეყნებს.
„სერ ჯიმ რეტკლიფმა (ბიზნესმენი, გაერთიანებული სამეფოს უმდიდრესი ადამიანი) ერთხელ თქვა, რომ კილიან მბაპეს ყიდვაში სიხარული არ არის. ნამდვილი უნარი შემდეგი ტალანტის პოვნაშია. დროა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ეს გაითვალისწინოს და იაფფასიანი მოთამაშე დაიმატოს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აფეთქდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სამიზნე გიორგი მიქაუტაძე უნდა იყოს.
სკაუტის ნიჭი არაა საჭირო, როდესაც გუნდი ფეხბურთელს 85 მილიონ ფუნტად იმატებს. ნიჭი ფეხბურთელის იაფად ყიდვასა და 85 მილიონ ფუნტად ქცევაშია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფინანსური მდგომარეობა ამ გაკვეთილს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და სწორედ აქ უნდა ვახსენოთ ჟორჟ მიქაუტაძე.
„ლიონის“ 24 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში 47 თამაშში 28 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა – მისი ღირებულება 22 მილიონი ევროა. ის სტატისტიკოსების ფავორიტია.
მისი სიმაღლეა 175 სმ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, გამოიყენოს თავისი ნიჭი და ჭკვიანურად ითამაშოს. მიქაუტაძეს „ლიონთან“ სამწლიანი კონტრაქტი აქვს და წარმატებული სეზონიც მოილია. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრანგული კლუბი დაკმაყოფილდეს დაბალ ფასს, მაგრამ ეს მაინც ბევრად ცოტაა იმასთან შედარებით, რასაც სხვა ძლიერ თავდამსხმელებში ითხოვენ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც საბოლოოდ მაღალი დონის ფორვარდად ჩამოყალიბდება. დროა, „იუნაიტედმა“ გამორიცხოს შუამავლები და თავად აწარმოოს ჭკვიანური ბიზნესი“, – წერს გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings