ალვარო მორატა ესაპანური კაფეების ქსელის Manolo Bakes-ის მფლობელი გახდა.
მორატამ და მისმა მეგობარმა, ბიზმესმენმა პაბლო ნუნიომ გამოისყიდეს Manolo Bakes-ის აქციები 60 მილიონ ევროდ.
გარდა ამისა, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა კომპანიაში ფულიც დააბანდა, თუმცა თანხა არ ზუსტდება.
Manolo Bakes – კაფეების ქსელია, რომელიც ცნობილია საფირმო კრუასანებით „მანოლიტოს“, რომელიც ესპანეთში დღეში 60 ათასი ცალი იყიდება.
ამჟამად ქვეყანაში 40-ზე მეტი დაწესებულება მუშაობს, თუმცა წლის ბოლომდე გეგმავენ, რომ მათი რაოდენობა 70-მდე გაიზარდოს.
GIPHY App Key not set. Please check settings