“ნაპოლი” და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.
იტალიურ პრესაში წერია, რომ ფეხბურთელის აგენტი ითხოვს ხელშეკრულების გაგრძელებას 2029 წლამდე, გადასახადების შემდეგ 8 მილიონი ევროს ანაზღაურებით. „ნაპოლი“, თავის მხრივ, მზად არის შესთავაზოს არაუმეტეს 6 მილიონი ევრო და პრემიები. ამდენს იღებს გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ.
აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მხარეები შორს არიან შეთანხმებისგან. მოლაპარაკებები მომდევნო რამდენიმე კვირაში გაგრძელდება. ხვიჩას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წელს ეწურება, რომლის მიხედვით, ქართველი გარემარბი წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს იღებს.
კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„კვარაცხელიას გახანგრძლივებასთან დაკავშირებით? ჩვენი ფეხბურთელები „ნაპოლიში“ დარჩებიან მანამ, სანამ ჩვენ გვსურს“, – განაცხადა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა.
GIPHY App Key not set. Please check settings