in

მამუს კარგი მატჩი ჯ ლიგაში და მარცხი

G ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის “ვისკონსინ ჰერდი” “გრანდ რაპიდსთან” 129:122 დამარცხდა. შეხვედრისთვის განკუთნილი ძირითადი დრო 122:122 დასრულდა, თუმცა დამატებით დროში მოწინააღმდეგემ 7:0 იმარჯვა და გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 20 ქულით, 8 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. შეხვედრის ერთ-ერთი გამოსარჩევი მომენტი სანდროს ეფექტური ჩატენვა იყო.

“ვისკონსინი” 11 ტურის შემდეგ ცენტრალურ დივიზიონში მე-5 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს ხვალ, 1-ელ დეკემბერს, იმავე “გრანდ რაპიდსთან” გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ოქროს ბურთის რეიტინგში მე-9 ადგილზეა, პირველი მბაპეა

დონჩიჩმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, დალასმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა