NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი “ მოგებებს აგრძელებს. „ბაქსელები“ სტუმრად ჩავიდნენ „პორტლენდან“ და 127:108 აჯობეს.
ქართველმა კალათბურთელმა 3:41 წუთი ითამაშა. ჩვენიანი მაშინ შევიდა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. მამუმ 2 ქულა მიამატა გუნდის აქტივს საჯარიმოებიდან. მის ანგარიშზე ასევე 1 მოხსნა და 2 დაკარგვაა.
„მილუოკი ბაქსმა“ რეგულარულ სეზონში ზედიზედ მე-8 შეხვედრა მოიგო, ბოლო 10 მატჩში კი მხოლოდ 1 წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრა სანდროს გუნდს 10 თებერვალს „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings