სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც წლევანდელ დრაფტზე “მილუოკი ბაქსმა” აირჩია, 8-17 აგვისტოს საზაფხულო ლიგაზე ითამაშებს. წლევანდელ საზაფხულო ლიგის ტურნირს ლას ვეგასი მასპინძლობს.
“მილუოკიმ” რამდენიმე დღის წინ დაადგინა საზაფხულო ლიგის შემადგენლობა და მასში ქართველი ფორვარდიცაა. დიდ ინტერესს იწვევდა, რას გადაწყვეტდა 22 წლის ქართველი ნომერთან დაკავშირებით. “სეტონ ჰოლში” ის პრესტიჟული 23 ნომრით თამაშობდა. ვინაიდან, “ბაქსში” ამ ნომრით არავინ თამაშობს (და არც არავის მუდმივი ნომერია), მას შეეძლო 23-ის არჩევა, თუმცა სანდრომ ორიგინალური გზა მონახა – საზაფხულო ლიგაზე (და არა სეზონში – ეს ჯერ გასარკვევია) მამუკელაშვილი 54 ნომრით ითამაშებს.
ის NBA-ის დრაფტზე სწორედ 54-ე ნომრად აირჩიეს. ნომერიც ამ მოვლენას დაამთხვია. შეგახსენებთ, რომ ძალიან ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სანდრო უფრო მაღალი ნომრით იმსახურებდა არჩევას.
GIPHY App Key not set. Please check settings