in

მამუკელაშვილს პირველი ქულები Nba-ში: 27 წუთი, 12 ქულა,4 მოხსნა და 1 პასი

გამთენიისას, Nba-ს რეგულარული სეზონის მეორე შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკი ბაქსი” “მაიამი ჰითს” დაუპირისპირდა და საკმაოდ მოულოდნელად დიდი ანგარიშით 95:137 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 27 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მამუკელაშვილმა პარკეტზე მეტი დრო გაატარა, ვიდრე მის პოზიციაზე მოთამაშე ვარსკვლავმა იანის ანტენტოკუმპომ. ბერძენმა 23 წუთში 15 ქულასა და 10 ქულას მოუყარა თავი. მამუკელაშვილზე მეტი ხნით მოედანზე მილუოკელთაგან მხოლოდ გრეის ალენი იმყოფებოდა, რომელმაც 29 წუთში 14 ქულა მოაგროვა.

სწორედ ალენი, ანტეტოკუმპო და მამუკელაშვილი იყო “მილუოკის” სამი საუკეთესო მექულე ამ მატჩში. “მაიამის” nba-ში ყველაზე დიდი სხვაობით 1994 წელს მოუგია, როცა “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 43 ქულით დაამარცხა. დღეს კი “მილუოკის” 42 ქულით აჯობა.

მომდევნო შეხვედრას “მილუოკი” 24 ოქტომბერს, ტეხასში, “სან ანტონიოსთან” გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით: ტურნირზე გრიგალაშვილიც იქნება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ფინეთთან დამარცხდა