Nba-ში სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსი იუტა ჯაზს დაუპირისპირდა და მორიგი მარცხი იწვნია-95:107
სანდრო მამუკელაშვილი 4:40 წუთი ათამაშეს. ქართველმა კალათბურთელმა ამ დროში მხოლოდ 1 მოხსნის (დაცვაში) გაკეთება მოასწრო. იუტას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას, ბუნებრივია, იანის ანტეტოკუნმპო უწევდა – მან 25 ქულის დაგროვება შეძლო (10/20, 7 მოხსნა, 6 პასი).
მატჩის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე იუტელი დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგ ფორმაშია – 28 ქულით (10/18). აღსანიშნავია, რომ მან პირველ მეოთხედში სამივე სამქულიანი ჩააგდო.
ჯაზმა თავიდანვე დაადასტურა ფავორიტის სტატუსი და მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვა ხელიდან.
იუტას 6 მატჩის შემდეგ 5 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილს გოლდენ სტეიტთან ერთად ლიდერობს. მილუოკი 3 მოგებისა და 4 მარცხის შემდეგ აღმოსავლეთში მე-11 ადგილზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს, სტუმრად დეტროიტთან გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings