in

მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. სანდრო მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა, რადგან მისმა სან ანტონიომ 82 მატჩიდან მხოლოდ 34 მოიგო და პლეი ოფში ვერ გავიდა, ხოლო გოგა ბითაძის ორლანდოს ამის შანსი აქვს. ფლორიდულმა გუნდმა 82-დან ზუსტად ნახევარი – 41 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილი დაიკავა. დებულების თანახმად კი პლეი ოფში 6 საუკეთესო გადის, ხოლო მომდევნო ოთხი – 7, 8, 9 და 10 ადგილებზე გასული გუნდები პლეი ინში დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.

ორლანდო პლეი ინის პირველ მატჩში ატლანტას შეხვდება და თუ მოიგებს, პლეი ოფში გავა, ხოლო წაგების შემთხვევაში, პლეი ოფის საგზურის მოსაგებად ჩიკაგოსა და მაიამის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო – 82-ე მატჩში ორლანდო სწორედ ატლანტას შეხვდა და 105:117 დამარცხდა. ბითაძე სათადარიგო იყო და მოედანზე სასტარტო ცენტრ ვენდელ კარტერზე გაცილებით მეტ ხანს – 26 წუთს ითამაშა. ამ დროში გოგამ 10 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

სეზონის ბოლო მატჩში მამუკელაშვილი საკმაოდ შედეგიანი იყო. სან ანტონიომ ტორონტო 125:118 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა 19 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულებულია და ის მალე თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან სან ანტონიოსთან კონტრაქტი ერთი სეზონით აკავშირებდა. დარჩება სფურსში, თუ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 10 ქულა რეალთან

მიქაუტაძის გოლი და პასი: გიორგიმ ლიონს მოაგებინა და ლიგის ზონაში შეიყვანა